ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება ერაყში. დემონსტრანტებს კვლავ გადაკეტილი აქვთ ბაღდადის ცენტრალური ქუჩები.
ეგრეთ წოდებული მწვანე ზონის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს. ბლოკირებულია ერაყის ყველაზე დიდი პორტი - უმ ქასრი. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლა სცადეს. დაშავებულია 30 ადამიანი.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებაა.