ერგნეთში, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლებაზე მსჯელობენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. ბოლოს საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კოშკას მიმდებარედ, სამ იანვარს, ორ ადგილობრივს, 50 წლის სერგო გუგუტიშვილს და 60 წლის თამაზ კახაბრიშვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ერთ წელზე მეტია რაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.
ერგნეთში, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლებაზე მსჯელობენ
17 იან 202312:37
3 წუთის საკითხავი