logo
ENG



ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

19 ნოე 202014:59
3 წუთის საკითხავი
 

ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც  ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უნდა განეხილათ, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, ოჯახი კი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

გატაცებულის მეუღლის განცხადებით, გახელაძის გასამართლებას საოკუპაციო რეჟიმი სისხლის სამართლის ორი მუხლით აპირებს, რაც რუს ე.წ. მესაზღვრეზე თავდასხმას და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 ივლის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს, რა დროსაც გახელაძემ ჰაერში გაისროლა.


close დახურვა