ხმების 17%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 56%-ით ლიდერობს, ოპოზიციონერ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს 38.1% აქვს.
დღეს, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.