logo
ENG



ერდოღანი და ნეთანიაჰუ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

20 სექ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/frznhd42g9qzfho.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 19 სექტემბერს პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც წლებია პალესტინის საკითხის გამო დაძაბულობა არსებობს.

შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ერთმანეთს ეწვევიან. ერდოღანმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონული თემები, ასევე ისრაელ-პალესტინის საკითხი.

ერდოღანმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

ურთიერთობა ორ ყოფილ მოკავშირეს შორის მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 2010 წელს პალესტინელების მხარდამჭერ გემზე, რომელიც ღაზას სექტორში ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, რეიდის დროს 10 თურქი მოკლეს. ანკარამ მაშინ ისრაელის ელჩი გააძევა, თუმცა აღნიშნული ნაბიჯი 2016 წელს გააუქმა. ორ წელში თურქეთმა იგივე გაიმეორა, როდესაც მოკლეს ათობით პალესტინელი, რომლებიც ღაზას სექტორში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.


close დახურვა