logo
ENG



ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან სირიის კრიზისს, სავარაუდოდ 5 მარტს განიხილავს

25 თებ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 
i6aoz1vcjjjkmse.jpg

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან სირიის კრიზისს, სავარაუდოდ 5 მარტს განიხილავს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება, გაიმართება თუ არა ამავე დღეს ოთხმხრივი სამიტიც რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და თურქეთს შორის. სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებული მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონის, იდლიბის დაკავებას დეკემბრის შემდეგ ცდილობენ.

სწორედ რეგიონში არსებული ვითარება და მომავალი სამოქმედო გეგმა უნდა განიხილონ მხარეებმა საგანგებო სამიტზე. 


close დახურვა