logo
ENG



ერდოღანი სირიის სამთავრობო ძალებს სამხედრო პასუხით ემუქრება

05 თებ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის სამთავრობო ძალებს სამხედრო პასუხით ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ თვის ბოლომდე ასადის რეჟიმი იდლიბის პროვინციაში უკან არ დაიხევს, ანკარა მოქმედებაზე გადავა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის არმია საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას საჭირო დროს დაიწყებს. იდლიბში ვითარების ესკალაციის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას ტელეფონითაც ესაუბრა. ვითარება რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც სირიის სამთავრობო ძალების იერიშს 8 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.


close დახურვა