logo
ENG



ერდოღანის თქმით, მიწისძვრაზე რეაგირება არ იყო ისეთი სწრაფი, როგორსაც ისურვებდა

10 თებ 202322:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/6kwrbnl41so47fy.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეაქცია გამანადგურებელ მიწისძვრაზე ისეთი სწრაფი არ იყო, როგორც სასურველია.

ერდოღანი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში იმყოფებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოებში 94 ქვეყნიდან 141 ათასი ადამიანი მონაწილეობს, ამის მიუხედავად დახმარების სწრაფად ვერ შეძლებს.

"ფაქტია, რომ ვერ ვიმოქმედეთ ისე სწრაფად, როგორც გვსურდა", - თქვა მან და დაამატა, რომ თურქეთი თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფის წინაშეა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 ათასამდე გაიზარდა. მხოლოდ თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას 19 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში ათასობით შენობაა დანგრეული. ცივი ზამთრის პირობებში ათასობით ადამიანი ღამეს კარვებში ათენებს.


close დახურვა