logo
ENG



ერდოღანის ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადებას ისრაელისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა

29 ივლ 202412:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/29/r7vaty2dcokjmbl.jpg

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადებას, ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ Х-ზე დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ ერაყში 2003 წელს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და მისი სიკვდილით დასჯა მოჰყვა.

დღეს, განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა. ოფიციალურ ტექსტში წერია, რომ "ნეთანიაჰუს გენოციდს" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის.

"ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს", - წერია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი შესაძლოა, ისრაელში შევიდეს, როგორც მან ეს ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში გააკეთა. ერდოღანს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა სახის ინტერვენციას გულისხმობდა.

 

 

 

 

 


close დახურვა