logo
ENG



ერდოღანმა მაკრონს ექიმთან წასვლა ურჩია

30 ნოე 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
33yfsoooaexlu09.jpg

ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თურქეთ-საფრანგეთის უთანხმოების მიზეზი გახდა. თურქეთის ლიდერმა ფრანგს კოლეგას ურჩია, ექიმთან წავიდეს და, პირველ რიგში, თავად შეიმოწმოს ტვინი. ასე გამოეხმაურა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატოს ტვინი მკვდარია.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმითვე, სირიაში შეჭრის გამო ოფიციალური ანკარა ალიანსისგან სოლიდარობას არ უნდა ელოდოს. თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის თურქეთის ელჩი დაიბარეს. 


close დახურვა