სროლა იყო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ერთ-ერთ სასტუმროში. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა სასტუმრო „ერებუნი პლაზაში" მძევლები აიყვანა. პოლიციაა მობილიზებული სასტუმროსთან და შენობა ალყაშია მოქცეული.
როგორც სომხური მედია წერს, სასტუმროს შენობაში ბევრი ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა იარაღი დაყარა და პოლიციას ჩაბარდა.