logo
ENG



ერეკლე კუხიანიძე ოკუპანტის ენაზე საუბრობს და პრორუსულ გზავნილებს ახმოვანებს

18 დეკ 201920:10
3 წუთის საკითხავი
 
e1uyvnm9mjugpnh.jpg

ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება საკრებულოში გუშინ ღამით უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

შეხვედრას არ ესწრებოდა თავად კუხიანიძე, ის ამტკიცებს, რომ ორი დღეა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფება და ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ცდილობს.

მან მიმართვაც გაავრცელა, სადაც ოკუპანტის ენაზე საუბრობს და პრორუსულ გზავნილებს ახმოვანებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შეურაცხყოფის შემდეგ, ერეკლე კუხიანიძე თავისი ქმედებებით ისევ საზოგადოების წყრომას იმსახურებს, - ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა დახმარება ანატოლი ბიბილოვს სთხოვს და რუსეთის კეთილი ნების იმედზე საუბრობს. 


close დახურვა