logo
ENG



ერთ-ერთი დაკავებული: მომვარდა რამდენიმე სპეცრაზმელი ციმციმ გამაქანა და ჩამსვა მანქანაში

18 ნოე 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
e5omsmj0wmb38xi.jpg

რუსთაველის გამზირზე რადენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა შემდეგ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გაათავისუფლა. ერთ-ერთი დაკავებულის განცხადებით, ის თავისუფლების მოედანზე მარტო იჯდა, რა დროსაც მივარდა რამდენიმე სპეცრაზმელი და პუტინის მეთოდებით ასწიეს და სირბილით გააქანეს მანქანაში.

"თავისუფლების მოედანზე მარტო დავჯექი. მომვარდა რამდენიმე სპეცრაზმელი. ოთხმა კაცმა ზუსტად პუტინის მეთოდით ამწია, სირბილით გამაქანა ციმციმ და ჩამსვა მანქანაში. დაკავების დროსაც და დაკავების პერიოდში, გაცილებით თავისუფალი ვიყავი და დღესაც ვარ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი იმყოფება თავის შემოფარგლულ სასახლეში. 30 ან 40 წუთის განმავლობაში ვიყავით დაკავებულები,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.


close დახურვა