logo
ENG



ერთა ლიგისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

25 აგვ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 
zcpdadziif8wcx7.jpg

სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს 20:00 საათზე შედგება.


close დახურვა