"ერთად დავანთოთ სანთლები უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის"- დღეს, 4 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიაა.
"პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბოთ, რათა პატივი მივაგოთ რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილი გენოციდის მსხვერპლებს.
დავუფასოთ უკრაინას მსოფლიო თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.