logo
ENG



ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 ივნ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 
i2mzvym83oy8o22.png

"ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ივნისის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს. 

აქცია ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის 2-მეტრიანი მანძილია დაცული და მათზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ადგილზე მისული მოქალაქეები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია. 

ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე ყოფნის დროს სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები.

საკანონმდებლო ორგანოს წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოში რუსი დეპუტატის ვიზიტსა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქართული საზოგადოება საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავდა, რა დროსაც ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დროს დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა, 2-მა მოქალაქემ კი თვალი დაკარგა. 


close დახურვა