logo
ENG



ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა-ლელომ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

31 ოქტ 201912:11
3 წუთის საკითხავი
 
hhks0zenbdl8xyy.png

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" მოქალაქეების რეგისტრაციას იწყებს. პარტიაში გაწევრიანებულ მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე დღეიდან შეეძლებათ. მოქალაქეებს ოფისში დღეს პირადად მამუკა ხაზარაძე ხვდება. პარტიაში გაწევრიანების მსურველებს "ლელოს" დამფუძნებლები სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდებიან. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრის ადგილი სიმბოლურად შეირჩა, სადაც მოძრაობამ პირველი ღია კარის ოფისი გახსნა.

"ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ საქართველოს დანაწევრება უნდა დამთავრდეს. ეს არის ადგილი, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც ყველა მოვდივართ. სადგური ისტორიულად არის შეხვედრის ადგილი. გვინდა , რომ ვიყოთ იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ეროვნებისა თუ რელიგიის მოქალაქეები იკრიბებიან. გვინდა მათ შუაგულში ვიყოთ,-"აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

თავად პარტიაში გაწევრიანების მსურველებს კი მიაჩნიათ, რომ "ლელო" პროფესიონალი ადამაინებითაა დაკომპლექტებული.

"ლელოს დანამდვილებით მივიჩნევ იმ ძალად, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ელდოება. მჯერა ამ მოძრაობაში გაწევრიანებული ხალხის კომპეტენციის და დღეს მიმდინარეობს ღია ოფისის რეგისტრაცია. მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა შევუერთდე ამ გუნდს",- აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი ახალი წევრი.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, მოძრაობა ყველასთვის ღიაა.

"თუ ადამიანები არ დატოვებენ სამზარეულობებს, ჩაკეტილ სივრცეებს, სადაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემებზე უამრავჯერ ვსაუბრობთ, სანამ არ გამოვლენ საჯაროდ და არ იტყვიან, რომ "ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყ​ანა," ამ ქვეყანას მცირე ჯგუფი ვერ გადაარჩენს. ამიტომ "ლელოს" პოლიტიკა არის ღია კარის პოლიტიკა და ვეპატიჟებით ყველას, რათა ერთად გადავარჩინოთ ეს ქვეყანა",- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

 

 

 


close დახურვა