logo
ENG



ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავარია კახეთში

20 აპრ 202010:27
3 წუთის საკითხავი
 

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში  მოხდა, გარდაიცვალა 37 წლის კაცი, მეორე დაშავებული კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

შსს-ს  ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა. ახლობლები კი ამბობენ,  რომ მამაკაცები კახეთის გზატკეცილზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. მათი თქმით, პირებს  ავტომობილი არ ჰყავთ და არცერთ მათგანს  მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

ახლობლები ვიდეოჩანაწერების გადამოწმებას მოითხოვენ იმისათვის, რომ გაირკვეს, ნამდვილად ისხდნენ თუ არა ისინი ავტომობილში.

„ეს მანქანა ბავშვების არ არის. ეს არის ისეთი ადამიანის, რომელსაც უფლება ჰქონდა ემოძრავა. ამ ბავშვებს ასეთ რამეს ტენიან. თუ სადმე შეიძლება ტრასის ტერიტორიიდან ამოვიღოთ კამერა და გავარკვიოთ ვინ იყო მძღოლი“, - აცხადებს ახლობელი.

როგორც ექიმი ეკატერინე კუპატაძე აცხადებს, კლინიკაში შეყვანილი პაციენტი კრიტიკულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

„შემოსვლისას იყო არაადეკვატური, დეზორიენტირებული. თერმოდინამიკა იყო არასტაბილური. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება ეპიდორული ჰემაოტმა, კისრის მეორე მალის მოტეხილობა, წელის მალების მოტეხილება, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მიმართლების განყოფილებაში“, - აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა