logo
ENG



ერთი კაცის საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ორი ცოლი - შაბათის ფორმულა

16 იან 202120:37
3 წუთის საკითხავი
 

21 წლის ანა იოსებიძის სიკვდილის მიზეზი დღემდე დაუდგენელია. შემთხვევა 4 წლის წინ, თბილისში, გლდანში მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით ქალი მე-11 სართულიდან გადავარდა. გვამს არ აღენიშნებოდა ვარდნისგან მიღებული დაზიანებები, მათ შორის სისხლი. გარდაცვლილის დედა ირწმუნება, რომ ქალი მისმა ქმარმა მოკლა და ცხედარი ეზოში დაასვენეს - გაათამაშეს თვითმკვლელობა.

სავარაუდო მოძალადეს კიდევ ერთი ქალის გარდაცვალება უკავშირდება. საუბარია მის პირველ ცოლზე: ოფიციალურად ქალმა ღამის 2 საათზე ცენტრალურ მაგისტრალზე - თერჯოლაში გადაირბინა და მას მანქანა შეეჯახა. მძღოლი არ დაუკავებიათ, რადგან გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. 

შაბათის ფორმულამ პირველი ცოლის ახლობლებიც ჩაწერა და გაირკვა, რომ მასზე ქმარი და მისი ოჯახი ხშირად ძალადობდა. მისი გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ კი ცოლად მისი მეგობარი მოიყვანა - რომელიც ასევე რამდენიმე თვეში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, ეზოში იპოვეს. 


close დახურვა