logo
ENG



ერთი პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, კრიტიკული არც ერთი არ არის - ბოჭორიშვილის კლინიკა

13 აპრ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება. მისივე თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. 

"ბოჭირიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 16 აქვს დადასტურებული კოვიდ-19. ამ 16 პირიდან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. 18 პაციენტი ჩაერთვება კვლევაშია, 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენების დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელების დადასტურებას. ეს პაციენტი 18 წლამდე ასაკის პირია", - ამბობს სოლოღაშვილი. 


close დახურვა