რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბომბვის სერიას ელოდებიან. უკრაინა მოლაპარაკებებს განაგრძობს დასავლეთის ქვეყნებთან შეიარაღების შესახებ. კიევში დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. შვედეთი, ფინეთი და ჩეხეთი პირველად აკეთებს ჩამონათვალს, რა შეიარაღება გადასცა უკრაინას.
ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. ასევე რადაში სხდომას პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები დაესწრებიან, მათ შორის არ იქნება საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა, რადგან ხელისუფლებამ უარით უპასუხა მიწვევას. ამ ფონზე საქართველოდან კიევში ოპოზიციონერები ჩავიდნენ.