გვიან ღამით მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავში მყოფ ადამიანებსა და ორ პირს შორის, რომელთა ვინაობაც უცნობია, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაციის გასანეიტრალებლად პოლიციამ უცნობებს ტერიტორია დაატოვებინა, რის შემდეგაც ისინი კვლავ დაბრუნდნენ პარლამენტთან და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ უცხო პირები მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის" მითითებებით მოქმედებდნენ. მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს არ იცნობენ.
"ჩხუბი და დასისხლიანება, რაც აქამდე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში არასდროს მომხდარა, ეს არის ერთიანი პროვოკაცია",-აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
თვითმხილველთა თქმით, კარავში მყოფი ადამიანები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათი ვინაობის ამოცნობა, ვერავინ შეძლო.