შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მოძრაობების "შეცვალე" და "სირცხვიალიას" წევრები აქციას მართავენ, კიდევ ერთი კონტრაქცია მიმდინარეობს. კონტრაქციას "გირჩის" წევრები აწყობენ. ეს ერთგვარი "შარჟია", რადგან ისინი თავს 2030-იანელებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კონტრაქციებს ყველგან გამართავენ.
"ვართ 2030-იანელები. ვეწინააღმდეგებით ჩვენი სულიერი მამის წინააღმდეგ გამართულ აქციებს და ყველგან, სადაც მსგავსი ტიპის აქციები გაიმართება, კონტრაქციით მივალთ", - აცხადებენ "გირჩის" წევრები.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „ერის მამის დაცვა საამაყოა“, „მაგრად დაჰკარით!“, სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია“.