logo
ENG



ერმაკი: ტერორი არ იმუშავებს, ყველა ჩვენი ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ და მტერი დავსაჯოთ

28 მარ 202312:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/9lzcdt5uochl515.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსების მხრიდან ტერორის ტაქტიკა არ იმუშავებს და მისი თქმით, უკრაინელებმა ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნონ, მტერი კი დასაჯონ.

"რუსების ქმედებების ლოგიკა არის ტერორი, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არ იმუშავებს, ისევე როგორც გეოპოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ უნდა გავუძლოთ, დავიბრუნოთ ყველა ჩვენი ტერიტორია და დავსაჯოთ მტერი. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მისია", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

27 მარტს, საღამოს, უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შემდგომ, აფეთქებების ხმა გაისმა კიევის ობოლონსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში, ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა