უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება და მათ ოჯახებს უსამძიმრებს. ერმაკი შესაბამის განცხადებას Telegram-ზე, ქართუყლად ავრცელებს.
"ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - წერს ერმაკი.
მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ლისიჩანსკათან იბრძოდნენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დაიღუპნენ.