უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს. საკუთარ ტელეგრამ არხზე, მან პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული.
ტიმოშენკო არ განმარტავს, რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. მან მხოლოდ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.
ომის დაწყების შემდეგ საკუთარ ტელეგრამ-ახრზე ტიმოშენკო ოპერატიულად ავრცელებდა ინფორმაციას რუსული დარტყმების, მსხვერპლის და ა.შ. შესახებ. სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერმაკის ოფისში ის პასუხისმგებელი იყო პროგრამაზე "დიდი მშენებლობა", ამჟამად კი - სამხედრო მოქმედებებით განადგურებული ტერიტორიების აღდგენაზე.
ტიმოშენკოს წასვლაზე უკრაინული მედია გასულ კვირას წერდა. უკრაინული Forbes აღნიშნავდა, რომ ტიმოშენკოს "არ აქვს იდეალური ურთიერთობები' ერმაკთან და რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ალექსანდრ კუბრაკოვთან.