logo
ENG



ერმაკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

18 იან 202311:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/18/3ser09fsy59wd1v.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამ დრომდე 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 453 ბავშვია.

ამის შესახებ ერმაკმა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე განაცხადა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინამ უკვე აღრიცხა რუსული ძალების მიერ ჩადენილი 80 000 ომის დანაშაული.

"ჩვენ არ ვაპატიებთ არცერთ წამებას ან წართმეულ სიცოცხლეს, არცერთ დანგრეულ სახლს, უკრაინელი ბავშვის არცერთ ცრემლს. ყველა კრიმინალს პასუხისმგებლობა დაეკისრება" - განაცხადა ერმაკმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის ხელისუფლებას, მთავარ ლიდერებს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

მან ასევე მოუწოდა შესაბამისი ზომების მიღებისკენ, რაც რუსული აქტივების ჩამორთმევას და ომის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებისთვის გამოყენებას შესაძლებელს გახდის.

„არცერთი გამარჯვება არაა სრული სამართლის აღდგენის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ის ზიანი რაც მათ გამოიწვიეს უნდა ანაზღაურდეს. დანაშაულების გამეორების პრევენცია უნდა მოხდეს. ჩვენს შემთხვევაში სამართალი მიიღწევა მათი გასამართლებით, ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინა“ - განაცხადა ერმაკმა ფორუმზე.

 

close დახურვა