logo
ENG



ეროვნულ ბანკს მესამე ვიცეპრეზიდენტიც ტოვებს

20 სექ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/nnxffeom4nmup1k.jpg

ეროვნულ ბანკს მესამე ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა ტოვებს. ინფორმაცია გაგუამ ბიზნესფორმულას დაუდასტურა.

გაგუას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ქმედითუუნაროდ გამოცხადდება.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. ამჟამად საბჭოში 4 წევრი რჩება.

მანამდე ეროვნული ბანკი დატოვა ორმა ვიცეპრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა. ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.


close დახურვა