საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილიებაა. ჩვენ ნაკრებს წლის დასკვნით შეხვედრებში გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება. ბელგიური სერენის ფორვარდის ნაცვლად, შემადგენლობაში აზერბაიჯანული ზირას შემტევი დავით ვოლკოვი გამოიძახეს.
26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში პირვერლად მოხვდა. დავით ვოლკოვი 10 ჩატარებული მატჩის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში საბაჰთან გასვლით შეხვედრაში ზირას ქართველმა დავდამსხმელმა ჰეთ თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ნოემბერი - 21:00
საქართველო - შვედეთი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი - 18:00
საქართველო - უზბეკეთი
ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქუატაძე გამოაკლდა
08 ნოე 202115:21
3 წუთის საკითხავი