logo
ENG



ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 16-ს აღწევს

06 აპრ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ეროვნულ ბანკში 16-ია.

ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება.   

ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. ეროვნული ბანკის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

„ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამ თანამშრომლებს უკავშირდება ე.წ. რუსთავის კლასტერის წარმოქმნა.


close დახურვა