პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, ლარის კურსი და ინფლაცია იყო მთავარი საკითხები, რაზეც დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წლიური ანგარიშის მოსმენისას დაუსვეს.
კიდევ ერთ პრობლემად ოპოზიციის წევრებმა დოლარიზაციის მაღალი დონე და აქციზის გადასახადის ზრდა დაასახელეს. მწვავე შეკითხვების საგანი ოპოზიციის წევრების მხრიდან სამშენებლო კომპანიების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. დეპუტატებმა მოქალაქეების საბანკო სესხებისთვის მათი ქონების ამოღების პროცესიც გააკრიტიკეს.
დისკუსია მოჰყვა სასესხო ვალდებულებების გადავადების თემასაც, რასაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობს. ოპოზიციის შეფასებით, მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამ შეღავათით არ უსარგებლია. წლიური ანგარიში საფინანსო საბიუჯეტო სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეაჯამა. კობა გვენეტაძემ ინფლაციის კრიტიკული მატება გამორიცხა ეროვნული ბაკის 2019 წლის ანგარიშს, კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის სასესიო სხდომაზე განიხილავს.