logo
ENG



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე კეკელიძეს გამსახურდია შეცვლის

11 იან 202420:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/am4ndtuepfazvgl.jpg

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ცოტა ხნის წინ კეკელიძემ დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოსტის დატოვება მოსთხოვა.

რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, ის რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ამ პოსტზე ინიშნება.

"ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია.


close დახურვა