ეროვნული ვალუტა სულ უფრო კარგავს ფასს, ლარი კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა, - ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი კი აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდშიც კი არ ყოფილა, - მთავრობა ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს მხოლოდ ახლა მართავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებაში 3.46 თეთრით გაუფასურდა. 1 აპრილის 1 დოლარის ღირებულება 3.4464 ლარი იქნება.
ევროსთან მიმართებაში ლარი 3.82 თეთრით გაუფასურდა. 1 აპრილს 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0426 ლარი იქნება.
ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ აქვთ გეგმა, - უფრო მეტს, - სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მოითხოვენ ექსპერტები მთავრობისგან. არსებულ რეალობას ამძიმებს მსოფლიო ბანკის პროგნოზიც იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა პანდემიამდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ მოხდება.