საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის კორონავირუსზე ტესტირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ჯერჯერობით მხოლოდ კრისტალბეთის ეროვნულ ლიგაში ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ათივე გუნდმა, რომელიც კრისტალბეთის ეროვნულ ლიგას წარმოადგენს, დაასრულა პირველადი ტესტირება და ყველა იმ ოფიციალური პირის, არამარტო ფეხბურთელების პასუხი უარყოფითია და ფეხბურთელები დაიწყებენ შეკრებას. მნიშვნელოვანია, რომ მატჩის ოფიციალური პირები, ყველა ის არბიტრი, რომელიც ჩემპიონატს მოემსახურება გადადის შეკრებაზე და ლაგოდეხში გაივლის წვრთნას“, – აცხადებს დავით მუჯირი.
მატჩების განახლებამდე მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.