logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა წულუკიანს დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

27 მარ 202411:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/27/v3l97d856f4rrqe.png

კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დინარა ვაჩნაძემ დავა სამივე ინსტანციაში მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პირველ ინსტანციაში სასამართლო დავა კულტურის სისტემიდან გათავისუფლებულმა 16 ადამიანმა მოუგო. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, წინ კიდევ 70-მდე სარჩელია.


close დახურვა