ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის გამო, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიას ზღუდავს, შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ მკაცრ პასუხის ამზადებს. დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კონკრეტულ ზომებს კვირის ბოლომდე გამოაცხადებს.
პარალელურად, ჰონგ კონგში დილიდან არეულობაა. საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახელმწიფო ჰიმნის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. კანონდამრღვევებს ფულადი ჯარიმა და 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონპროექტს ჰონგ-კონგის მოსახლეობა აპროტესტებს. სამართალდამცველები დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებენ.