logo
ENG



ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

20 აგვ 202116:37
3 წუთის საკითხავი
 
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

აუქციონი დღეს შედგა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 შეადგინა.

ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით.

სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. 


close დახურვა