logo
ENG



ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს გათავისუფლების განცხადება ხელმოსაწერად გადასცა

27 აპრ 202221:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/8nh7ywsilgck8ks.jpg

ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ მეცნიერ იულონ გაგოშიძეს გათავისუფლების განცხადება ხელმოსაწერად გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ მეცნიერის შვილიშვილი, გიორგი გაგოშიძე ავრცელებს. 

განცხადება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სახელზე წერია. 

"აი, ეს გადასცა ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ ბაბუაჩემს, მთავარ ბონბონიერს ხელმოსაწერად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია და დაველოდოთ შედეგებს, იქნებ "ვსიო ეტა კ ლუჩშემუ", მე მჯერა ჩემი კულტურის მინისტრის.

მანამდე, მე პირადად, მოვუწოდებ ყველა ხელოვანს, კურატორს, კუტურიეს, არტისტს, დარტისტს, დარტანცუგას და ასე შემდეგ, ყველანი აეროპორტში გიტარით და ჩქარი ტაშით დავხვდეთ ვენეციის ბიენალედან დაბრუნებულ ქალბატონ თეას და საერთოდ აეროპორტის ტრასაზე დავუჩოქოთ", - წერს გიორგი გაგოშიძე. 

თეა წულუკიანის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

თებერვალში პირველ არხთან ინტერვიუში კულტურის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სოფო გაგოშიძე იულონ გაგოშიძის შვილიშვილია, თავად იულონ გაგოშიძეს კი "საბჭოეთის მეცნიერი" უწოდა. იულონ გაგოშიძის შვილი, გიორგი გაგოშიძე კი რეორგანიზაციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გაათავისუფლეს. 


close დახურვა