logo
ENG



ეს არ ყოფილა რაიმე მინიშნება, მიმიწვიეს და წავედი - ცერცვაძე ოცნების წარდგენაზე

20 ივლ 202016:22
3 წუთის საკითხავი
clock 1807
vnh1vs4jbl9ymtq.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა, ამბობს, რომ ის პრეზენტაციაზე მმართველმა გუნდმა მიიწვია.

როგორც ცერცვაძემ „ფორმულას“ უთხრა, მისი დასწრება მმაართველი გუნდის პრეზენტაციაზე არაფერს ნიშნავს.

კითხვაზე - ხომ არ ჰგონია, რომ მისმა დასწრებამ შესაძლოა საზოგადოებაში იმის განცდა გააჩინოს, რომ კლინიკის ხელმძღვანელი, „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ცერცვაძე ასე პასუხობს:

„არა, რატომ უნდა გამოიწვიოს, არ ვიცი რას გამოიწვევს. მე მომიწვიეს და წავედი. ეს არ ყოფილა რაიმე მინიშნება ან საუბარი, რომ ეს რაიმე მეტს შეიძლება ნიშნავდეს, ვიდრე მოწვევა”, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა სია წარადგინა. მმართველი გუნდის პრეზენტაციას ქვეყნის წამყვანი ექიმები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე.


close დახურვა