logo
ENG



ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური ნება - ადვოკატი მამალაძის შეწყალების თემაზე

02 ნოე 201912:04
3 წუთის საკითხავი
 
o5ympa95hb2m77u.png

პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის სავარაუდო შეწყალების განცხადებას მამალაძის ადვოკატი გამოეხმაურა. მისი თქმით, საპატრიარქოს შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე ჯერჯერობით არ გაუგზავნია.

ჩემი ინფორმაციით, ჯერ არ გაუგზავნია საპატრიარქოს შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ვადა 23 ნოემბრამდე არც ძალიან დიდ დროს მოითხოვს ამ ქმედებების განსახორციელებლად. რაც შეეხება მორატორიუმს, ეს პრეზიდენტის ნება არის ეს არ არის ისეთი ცლილებები, რომელზეც ეხლა მიმდინარეობს სტანდარტები და კრიტერიუმები შეწყალების თაობაზე. პროცედურის და დროის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ან შეიწყალებს, ან არ შეიწყალებს, ეს მისი უფლება არის“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს. „ფორმულა ნიუსი“ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ამ თემაზე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ამ დრომდე დუმს. მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმინდა სინოდმა მიმართა.

 


close დახურვა