logo
ENG



ეს არის პროცესის დისკრედიტაცია - შოთაძემ ხორავას საქმეზე კახიძის კითხვას არ უპასუხა

04 თებ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

​საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება დასრულებულია. გასაუბრების მიმდინარეობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ რამდენიმე კითხვა დაუსვა პროკურორობის კანდიდატს.

„როცა ბრძანდებოდა მთავარი პროკურორი, საქმის მთავარ ფიგურანტს ჰქონდა მოწმის სტატუსი. როდის ცდებოდა პროკურატურა - როცა კალანდია იყო გამშველებელი თუ როცა ამბობს, რომ ის არის მკვლელობაში ბრალდებული?“ - ოთარ კახიძის ამ კითხვაზე ირაკლი შოთაძემ არ უპასუხა და ოპოზიციონერ დეპუტატს პროცესის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. 

„ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. თქვენ აფასებთ და ამბობთ, რომ თურმე წყაროდან გაქვთ ინფორმაცია, რომ უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი. ცდილობთ პროცესის დისკრედიტაციას და ეს არის თქვენი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ოთარ კახიძის რამდენიმე შეკითხვას ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე ირაკლი შოთაძემ არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საქმეების გადმოტანა საპროკურორო საბჭოზე არც არის ადეკვატური.


close დახურვა