logo
ENG



ეს იქნება პასუხების გაცემა და არა პოლიტიკური შოუ - ტიკარაძე პარლამენტში მივა

04 ივნ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 
w5hid8x32v5u4i2.png

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ტიკარაძის თქმით, მისი ვიზიტი საქმიანი იქნება და იგი კონკრეტულ კითხვებს გასცემს პასუხს. 

"პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით, და არა პოლიტიკური შოუ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

 


close დახურვა