სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შეაფასა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. შეხვედრის შესახებ კითხვა სალომე ზურაბიშვილს გერმანელმა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
"ეს არის ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა იმ ფორმატში, რომელიც არის გაეროს ფორმატი. ის იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველას ჰქონდეს ყველასთან საუბრის საშუალება. ჩვენთვის ეს იყო პირველი ასეთი გადადგმული ნაბიჯი იმ დროს, როცა ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. როცა ქვეყანამ, როოგრიც არის საქართველო, კონფლიქტისა და ოკუპაციის გადასალახავად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, რჩება მხოლოდ ერთი გზა - ეს არის დიპლომატიის გზა."