logo
ENG



ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსეთს ვერაფერზე ეუბნება უარს - სამადაშვილი Haqqin-ის სტატიაზე

20 ივლ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
l92picul7go4nx3.jpg

სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი დადასტურდება, რომ სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთს იარაღის მიეწოდებოდა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქართული ოცნების ხელისუფლების ლოიალობას რუსეთისადმი.

როგორც სამადაშვილი ამბობს, დადასტურების შემთხვევაში, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან.

„თუ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნა რუსეთის მიერ როგორც რუსეთიდან, ისე შემოვლითი გზით სერბეთიდან იარაღის მისაწოდებლად სომხეთისთვის, ეს არის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა.

ეს დაძაბავს და უკიდურესად გააფუჭებს ურთიერთობებს სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან, რომელთანაც ისედაც გართულებული ურთიერთობები გვაქვს ამ ხელისუფლების დამსახურებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერანაირ დაკვეთაზე რუსეთს უარს ვერ ეუბნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ აზერბაიჯანული პოზიციებისა და სოფლების დასაბომბად, სერბეთმა სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კამაზის მარკის მანქანებით გრადის სისტემებისთვის განკუთვნილი  მოწყობილობები და ტყვიამფრქვევების მასალა  სომხეთში საქართველოს გზით რუსეთიდანაც ჩაიტანეს.


close დახურვა