logo
ENG



ეს ნიშნავს იმას, რომ დატვირთვას ვანაწილებთ - მედიკოსების შეფასებები ცხელების კლინიკებზე

28 მარ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო რეგიონებში კლინიკების ქსელს აფართოებს, ხოლო ექიმებს  მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა რეგიონი გამართულად მუშაობდეს.

"ყველა რეგიონში დაგეგმილია ცხელების კლინიკების განთავსება და, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

რა შეეხება კონკრეტულად ცხელების კლინიკას, მედიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილებას სწორია, რადგან ასეთ დროს კლინიკების დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, თუ მოსალოდნელია ვირუსის შემთხვევების ზრდა.

"რაც უფრო დროულად დავიჭერთ თადარიგს, იქნებ მით უფრო მალე მოვახდინოთ ლიკვიდაცია. თანაც ახლა კორონავირუსის გარდა, სეზონური გრიპის სეზონიცაა. ამიტომ თუ მოხდება პაციენტების დეცენტრალიზაცია და ადგილზევე გამოიკვლევენ მათ, უკეთესია. შეიძლება ამ წუთში საყოველთაო კარანტინის აუცილებლობა არ იყოს, მაგრამ ჯობია გაკეთდეს ეს, ვიდრე ხვალ და გვიანი იყოს", - აღნიშნა მედიკოსმა

ინფექციონისტების მოსაზრებით, ცხელების კლინიკების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მიმართოს ექიმს და ეს პროცესებს უფრო გამართულს გახდის.

"მიმართვიანობა რომ არ იყოს მხოლოდ იმ კლინიკებზე, სადა ახლა ხდება და განიტვირთოს ეს კლინიკები, კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ დატვირთვას ვანაწილებთ. ჯერჯერობით მზად ვართ ყველაფრისთვის და თუ ტენდენცია არ იქნება ზვავივით, მაშინ ასეც გავაგრძელებთ", - განმარტავს რევაზ მეჭურჭლიშვილი.


close დახურვა