logo
ENG



ეს ოცნების მორიგი ფანდია - ოპოზიცია ევროპარლამენტის კომისიიაზე

13 თებ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ევროპარლამენტისადმი შეთავაზებას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა.

"ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მსგავსი კომისიის შექმნის რესურსი ევროპარლამენტს არ გააჩნია. მათივე თქმით, თალაკვაძემ ეს იცოდა და სწორედ ამიტომაც გამოვიდა ამ ინიციატივით.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის კომისია უკვე იყო შექმნილი, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული დასკვნა არ გაითვალისწინა. 

"ასეთი კომისია უკვე არსებობდა, ეუთო-ოდირის მონიტორები, 2013-2014 წლებში, როდესაც დაჭერების პირველი ტალღა იყო. ამ კომისიამ უაღრესად კრიტიკული დასკვნა. ის აკრიტიკებდა როგორც სასამართლო პროცესს ყველანაირი თვალსაზრისით. „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ კრიტიკის გასათვალისწინებლად. უფრო მეტიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად დღემდე ციხეშია ვანო მერაბიშვილი. ეს არის მორიგი ფანდი „ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორ ჩააქრონ ცეცხლი“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ნიკა მელია ბაქრაძის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტს განგებ მიმართა, რათა საკუთარი თავი გაემართლებინა. 

"ასეთი ინსტიტუციური მანდატი ევროპარლამენტს არ აქვს, რომც უნდოდეთ. შეუძლებელია, რომ ასეთი კომისია შედგეს. უბრალოდ შიდა მოხმარებისთვის გააკეთეს, რომ ვიღაცამ იქნებ გაიგოს, რომ აი ნახე თალაკვაძე, რომ დარწმუნებული არ იყოს უგულავას დაკავების მართებულობაში, ამ ინიციატივით ხომ არ ჩავიდოდა. სინამდვილეში, რომ ჩავიდა ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეთი მანდატი არ აქვს", - განაცხადა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ განაცხადეს, რომ გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტს ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე მიმართეს. 

 

 


close დახურვა