logo
ENG



ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი - სოფო კილაძე ენმ-ზე საუბრობს

09 ოქტ 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
0rfvjb7o3whd6xb.jpg

 

უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, კომიტეტის სხდომაზე მაჩალიკაშვილი დაეშვათ, "მასკარადს და შოუს" უწოდებს. განცხადება კილაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომაზე ენმ-ს რამდენიმე წევრმა დასვა მაჩალიკაშვილის პარლამენტის შენობაში შემოყვანის საკითხი, რომელსაც არ უშვებდნენ.

„მეც ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებს - აუცილებლად მოინიშნოთ ეს ინციდენტი, ისევე, როგორც წინა ინციდენტები. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული და საქმიანი. მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში. აქ არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მინდა მივმართო მათ, რომელიმე კონგრესმენი, რომელიმე სენატორი იქცევა ასე დესტრუქციულად?! ისინი არ აძლევენ კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მიზანი, საზოგადოებას არ მისცენ საშუალება მოისმინონ ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები. ცდილობენ ეს პასუხები გადაფარონ რაღაც მასკარადით და შოუებით. მეც ვუერთდები ბატონი ანრის თხოვნას და გთხოვთ, ამათი საშინელი საქციელის ყველა გამოვლინება დააფიქსიროთ,“ - განაცხადა კილაძემ.

კილაძემდე ანალოგიური თხოვნით მიმართა დამკვირვებლებს კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმაც.

 

 


close დახურვა