logo
ENG



ესპანეთი ქვეყნიდან 25 რუს დიპლომატს გააძევებს

05 აპრ 202217:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/se6qub3ax86v1ml.jpg

ესპანეთი ქვეყნიდან 25 რუს დიპლომატს გააძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ეს არის პასუხი იმ საშინელ ქმედებებზე, რომელსაც რუსი სამხედროები უკრაინაში ახორციელებენ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, ესპანეთში რუსეთის საელჩოს რუსი დიპლომატების და თანამშრომლების გაძევება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას", - აცხადებს მინისტრი.

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რუსი დიპლომატები გააძევა იტალიამ, საფრანგეთმა, დანიამ, გერმანიამ.


close დახურვა