logo
ENG



ესპანეთის მეფემ მემკვიდრეობაზე უარი თქვა

16 მარ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთის მეფე მამისგან ფინანსური მემკვიდრეობის მიღებაზე უარს ამბობს და მას სამეფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას უჩერებს. ფელიპე მეექვსემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა შვეიცარიულმა გამოცემამ დაწერა, რომ პროკურატურა მამამისის - ხუან კარლოსის მიერ ყოფილი საყვარლისთვის გადარიცხული 65 მილიონის წარმომავლობას იკვლევს.

მედიის ცნობით, ამ თანხის ნაწილი საუდის არაბეთის მონარქის გარემოცვის წევრებმა საჩუქრის სახით გამოყვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხუან-კარლოსმა მექასა და მედინას შორის რკინიგზის ასაშენებლად ესპანურ კომპანიასთან უშუამდგომლა.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ თავად ფელიპე ოფშორული ფონდის ბენეფიციარია, რომლის ანგარიშზეც საუდის არაბეთიდან დარიცხული 65 მილიონი ევროა. ესპანეთის მეფე ფონდთან კავშირს უარყოფს.


close დახურვა