ესპანეთის ქალაქ მალაგაში ესპანური კინოაკადემიის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. 34-ე შოუსთვის გაშლილ წითელ ხალიჩაზე ცნობილმა რეჟისორებმა და მსახიობებმა გაიარეს, მათ შორის იყვნენ პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი, რომლებიც ფილმში "ტკივილი და დიდება" მთავარ როლებს ასრულებენ. კინოსურათი 16 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონიას ფილმის რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც ესწრებოდა. მალაგაში იმყოფებოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.
ესპანეთის მთავარი კინოდაჯილდოება დაიწყო
26 იან 202012:11
3 წუთის საკითხავი
